2019 ივნისი 20 14:47
შესვლა | სერვერი: fr be ge
ადასტურებთ? კი არა

კლუბი

მენეჯერი

კლუბის მენეჯერი, ეს თქვენ ხართ.

თქვენ უნდა მართოთ კლუბის ყველა ინფრასტრუქტურა და აიყვანოთ მისი განვითარებისთვის აუცილებელი პერსონალი.

თქვენ ახორციელებთ თქვენს სპორტულ ხედვას, როგორც ტრანსფერების ბაზარზე, ასევე – თქვენი მოთამაშეების აღჭურვის და მატჩის ფურცლის შევსების თვალსაზრისით.

შესაბამისად, თუ თქვენი კლუბი სწრაფად წარმატებას მიაღწევს, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება იქნება. თუ იგი წაიბორძიკებს და ფიასკოს განიცდის, ამის მასუხისმგებელიც თქვენ იქნებით. ამგვარად, სეზონების მიხედვით, თქვენი რეპუტაციაც იცვლება რეალურ დროში თქვენი შედეგების მიხევით, რომლებსაც ქილბაზის მრავალი სპეციალისტი აფასებს. ეს რეპუტაცია იძლევა მეტნაკლებად ზუსტ იდეას იმისა, თუ რამდენად ღირებული ხართ, როგორც კლუბის მენეჯერი.

მწვრთნელი

იგი გუნდის ჰარმონიისთვის და მოთამაშეთა ინდივიდუალური პროგრესისთვის იღწვის. მოთამაშეთა პროგრესი ნაწილობრივ დამოკიდებულია მწვრთნელის კომპეტენტურობის დონეზე. მწვრთნელს, თუ იგი კომპეტენტურია, შეუძლია დააჩქაროს თავისი მოთამაშეების მიერ გამოცდილების ათვისება. როცა ერთ მწვრთნელს ათავისუფლებთ უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელის დასანიშნად, გიწევთ გათავისუფლებულისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა. ეს თანხა მწვრთნელის დონის მიხედვით იცვლება.

კომერსანტი

თითოეულ კლუბს შეუძლია, აიყვანოს კომერსანტი, რომელიც ქ დ გ-სთან აღჭურვილობის (იარაღი და ჯავშანი) ფასდაკლების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის გაკეთება შეგიძლიათ კლუბის კაბინეტში, გამოსახულება “კომერსანტის” მეშვეობით. კომერსანტის დამაჯერებლობა მისი დონის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ფანტასტიკური კომერსანტი გაცილებით დაბალ ფასებს მოიპოვებს, ვიდრე საშუალო კომერსანტი, მაგრამ მისი აყვანის პრემიაც გაცილებით მაღალია. კომერსანტის შესაცვლელად საჭიროა არსებულის გათავისუფლება და მისთვის აყვანისას გადახდილი თანხის ნახევრის გადახდა.

დამკვირვებლები

დამკვირვებლები ქილბაზის ტექნიკოსები არიან, რომლებსაც მთელი სეზონის განმავლობაში, სხვა გუნდებზე დაკვირვება ევალებათ. დამკვირვებელთა გარეშე, თქვენ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ სხვა გუნდების კაძების და სტოპერების ღირებულების შესახებ. არადა, უფრო მეტის ცოდნა, შეიძლება, სასარგებლო იყოს, როცა მნიშვნელოვან მატჩს თამაშობთ. დამკვირვებელთა აყვანით, გაცილებით ზუსტ ინფორმაციას და დეტალურ შეფასებებს იღებთ. თითოეული დამკვირვებლის აყვანა კლუბს 100 000 Ed უჯდება. ისინი სამუდამოდ კლუბში რჩებიან. სულ, შესაძლებელია ოთხი დამკვირვებლის აყვანა.

კაძები

კაძები მამაცი ათლეტები არიან. უშიშრები, სიმარდის, აცდენის და სხეულის ფინტების კომბინირებით ცდილობენ სტოპერების დარტყმების არიდებას. სწორედ ამის გამო, დადის ხმები, თითქოს სახელი “კაძი” ტერმინ “კამიკაძის” შემოკლებული ვერსიაა, რაც ბევრს გვეუბნება ამ პოსტზე მყოფი მოთამაშეების სამომავლო პერსპექტივებზე.

ქილბაზის მატჩში, ქულებს სწორედ ისინი იგებენ. შესაბამისად, წარმოადგენენ გუნდის შემტევ ძალას. “აცდენა” არის მახასიათებელი, რომელიც კაძებს სტოპერების არიდების საშუალებას აძლევს. სტოპერებში, ამ მახასიათებელს უპირისპირდება “გადაღობვა”. კაძების კარიერა ხშირად ქაოტური და ტრავმებით სავსეა, მაგრამ საუკეთესონი ნამდვილ ცოცხალ ლეგენდებად იქცევიან.

ამ პოსტთან დაკავშირებული რისკების გამო, კაძები ხშირად სტოპერებზე მეტ აღფრთოვანებას იწვევენ და მათ ირგვლივ, გულშემატკივართა კლუბებიც სწრაფად იქმნება. “კაძის მითის” თანახმად, ყველა ქალი მათ ფერხთით ეცემა, რაც ახალგაზრდებს “კაძად” გახდომის სურვილს აღუძრავს.

ვინაიდან კაძებს აკრძალული აქვთ ძალის გამოყენება, მეტად მნიშვნელოვანია მათი ამტანობის დონე. “ამტანობა” ერთდროულად განსაზღვრავს კაძის სიმტკიცეს და შეუპოვრობას.

ერთი მატჩისთვის, საკმარისია 4 ვარგისი კაძი, თუმცა თითოეული გუნდი, როგორც წესი, სრულ შემადგენლობაში, გაცილებით მეტს ითვლის, მაქსიმუმ 12-ს, ვინაიდან ხშირად, ტრავმები კაძებს გარკვეული ხნით მატჩისთვის უვარგისს ხდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაძების მხოლოდ 5% აღწევს სპორტული პენსიის ასაკს, 35 წელს, და რომ 100 000 კაძში მხოლოდ 1 ხდება “გმირი”. დანარჩენები, ქილბაზის მოედანზე, საკუთარი გუნდის ინტერესებს ეწირებიან.

სტოპერები

სტოპერები შეუდარებელი ათლეტები არიან, ხშირად – უმძლავრესი მონსტრები, რომელთა მიზანია, ნებისმიერ ფასად ხელი შეუშალონ კაძებს იმ ბაზის მიღწევაში, რომელსაც იცავენ. ქ დ გ-ს ბოლო კვლევების მიხედვით, საშუალო სტოპერი, დღესდღეობით, არის 1მ97 სიმაღლის და იწონის 115 კილოს. ზოგი სტოპერი, სიძლიერის ნაკლებობის კომპენსირებას სიზუსტით და მოწინააღმდეგის გარბენის ამოცნობით ახერხებს.

მათ, ხშირად, ჯალათებად და უტვინო მონსტრებად განიხილავენ, განსხვავებით კაძებისაგან, რომლებიც ბრწყინვალების და სიმარდის სიმბოლოდ აღიქმებიან. თუმცა არასწორი იქნებოდა მათი სისტემატურად დაპირისპირება, რადგან საუკეთესო სტოპერები წარმოადგენენ დასრულებულ ათლეტებს, რომელთაც გამოცდილება კაძების უმრავლესობის ტრაექტორიის გამოცნობის საშუალებას აძლევთ.

ამგვარად, სტოპერები გუნდის მცველები არიან, კაძებისგან განსხვავებით, რომლებიც ქულებს იგებენ. “გადაღობვა” არის მახასიათებელი, რომელიც სტოპერებს კაძების შეჩერების საშუალებას აძლევს. ეს მახასიათებელი უპირისპირდება კაძების “აცდენას”.

მიუხედავდ ყველაფრისა, სტოპერთა კასტა საკმაოდ განსაკუთრებულია, კაძებზე მეტად ჩაკეტილი. თუ მათ, მოედანზე, ჩვევად ექცათ ჯალათის მოვალეობის ცივად შესრულება, სამაგიეროდ, მოედნის გარეთ, მათი უმრავლესობა მშვიდ, ოჯახურ ცხოვრებას ეწევა.

კაძებზე ნაკლებად “ვარსკვლავ” სტოპერებს შორის, ზოგჯერ, ვხვდებით ნამდვილ ლეგენდებს, რომლებთან შეხვედრასაც მატჩში არავინ ისურვებს. ისინი შიშს და ტერორს თესავენ და მათი სპორტული მოწოდება არის მკვლელობა.

გამოცდილება

ვინაიდან ფორმაციული ცენტრიდან გამოსული მოთამაშე, რომელიც გუნდში ინტეგრირდება, უკვე ფორმირებულია, ამ დღიდან იგი მხოლოდ გამოცდილების წყალობით განიცდის პროგრესს. გამოცდილების მონაცემი ქილბაზაზე არ ჩანს, თუმცა თითოეულ სტოპერსა და კაძს გააჩნია გამოცდილების გარკვეული მარაგი, რომელიც ასაკის პარალელურად იზრდება, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ იგი მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

მატჩში წარმატების მიღწევა კაძებსა და სტოპერებს გამოცდილების სწრაფად მიღების საშუალებას აძლევს. კომპეტენტური მწვრთნელიც საგრძნობლად აჩქარებს გამოცდილების მიღების პროცესს. კვლევითი ცენტრის ზოგიერთ იშვიათ ხსნარსაც შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება. თუ თქვენი მოთამაშეების მახასიათებლებმა მოიმატა, ეს ნიშნავს, რომ მათ გამოცდილების ახალ ზღურბლს გადააბიჯეს.

როცა მოთამაშე აღწევს გამოცდილების არაჩვეულებრივ დონეს, იგი გადის დამსახურებულ პენსიაზე, იღებს გ მ ი რ ი-ს სტატუსს და იქცევა თავისი კლუბის ფანტასტიკურ მებაირაღედ. გმირები იმდენად იშვიათები არიან, რომ მათი კლუბები, სხვებზე პრესტიჟულები, გაცილებით იოლად ავსებენ სტადიონს. გმირები გუნდის ახალგაზრდებსაც ეხმარებიან ვარსკვლავობისკენ მიმავალი გზის გაკვლევაში.

ყურადღება: ასაკთან ერთად, მოთამაშეების გამოცდილება მატულობს, მაგრამ უარესდება მათი ფიზიკური მდგომარეიობა. 28 წლის შემდეგ, კაძები და სტოპერები ხდებიან ფიზიკური დონის მსუბუქი და თანმიმდევრული ვარდნის მსხვერპლნი. როცა კაძი ან სტოპერი აღწევს 35 წლის საბედისწერო ასაკს, ქ დ გ-ს წესდების შესაბამისად, იგი გადის სპორტულ პენსიაზე.

განწყობა

განწყობა მოთამაშეთა ინდივიდუალური მახასიათებელია, კაძი იქნება ეს თუ სტოპერი. ეს მახასიათებელი, როგორც ყველა სპორტში, ქილბაზას რეალურ მნიშვნელობას სძენს. ყველაზე დაბალ საფეხურზე, მოთამაშის განწყობა არის უბადრუკი. ყველაზე მაღალზე კი - ბრწყინვალე.

მოთამაშეების განწყობა იცვლება როგორც მათი პირადი პერფორმანსის, ასევე გუნდის შედეგების მიხედვით. ჩაშლილი ტრანსფერიც მნიშვნელოვნად აკარგვინებს განწყობას არასასურველ მოთამაშეს. სეზონის დასასრულს, თითოეული გუნდი განიცდის ტიტულის მოგებას, ზედა დივიზიონში ასვლას ან ქვედაში ჩასვლას. განწყობა არამატერიალური მონაცემია, რომელმაც შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს ორ დაახლოებით თანაბარი დონის გუნდს შორის. გახსოვდეთ - დიდ მატჩებს მცირე დეტალების წყალობით იგებენ.


განწყობის დონეები
  • გაცისკროვნებული
  • კარგი
  • კორექტული
  • უღიმღამო
  • უჟმური
  • უბადრუკი
ფსიქოპროფილი

ეს არის კაძისა თუ სტოპერის გამოშვებისას, შემთხვევითობის პრინციპით მინიჭებული ინდივიდუალური ბუნებრივი ფაქტორი. ეს ფაქტორი ნაწილობრივ განსაზღვრავს მოთამაშის მიერ გამოცდილების მიღებას. ყველაზე გაწონასწორებული მოთამაშეები არიან ურყევები, ხოლო ყველაზე ნაკლებად გაწონასწორებულები - შეურაცხადები. ფსიქოპროფილი იშვიათად იცვლება. კაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის კომაში ჩავარდნა.


5 ფსიქოლოგიური მდგომარეობა
  • ურყევი
  • გაწონასწორებული
  • სტაბილური
  • არასტაბილური
  • შეურაცხადი
ბუნება

ზოგიერთი კაძი და სტოპერი ამა თუ იმ დარგში კონკრეტულ ნიჭს ავლენს, რომელსაც ფორმაციულ ცენტრში პირველივე ვარჯიშებიდან ხვეწს და ნამდვილ სპეციალობად იყალიბებს.


კაძების ბუნებები
  • მარდი : მისი მოქნილობა ლეგენდარულია. იგი, დარტყმების ასაცილებლად, ელასტიკურ გაძრომებსა და ნახტომებს აკეთებს.
  • შეუპოვარი : ტკივილის მიუხედავად, მას შეუძლია მატჩის გაგრძელება ქანცის გაწყვეტამდე.
  • ინსტინქტური : თვითგადარჩენის ინსტინქტი მართავს მას ყველა მომენტში, განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში.
  • ქარიზმატული : მომხიბლველი ახალგაზრდა კაცია, გულშემატკივარი გოგონები ეთაყვანებიან.

სტოპერების ბუნებები
  • მზაკვარი : იგი, მოწინააღმდეგე კაძების შესაჩერებლად, მძლავრ დარტყმას ხშირად მოულოდნელ ფინტს ამჯობინებს. ამ ტიპის სტოპერი განსაკუთრებით საშიშია თამაშის გამოუცნობი მანერის გამო.
  • სენსაციური : პუბლიკა ექსტაზშია ამ სტოპერის წინაშე, რომელსაც სანახაობრივი გრძნობა გააჩნია.
  • ქაოტური : ქილბაზამ, სავარაუდოდ, ხულიგნის ბედი აარიდა ამ სტოპერს, რომლის დაბალი ინსტინქტები ბაზის დაკავებისთანავე იღვიძებს.

მოთამაშეების უმრავლესობას კლასიკური ბუნება აქვს. ბუნებას შესამჩნევი გავლენა აქვს თამაშზე.

ენერგია

ენერგია სტოპერების და კაძების ფიზიკური მზადყოფნის სინონიმია. დასაწყისში, ყველა მოთამაშეს აქვს ენერგიის 100%. მატჩში მონაწილეობა ავტომატურად ამცირებს ენერგიის დონეს. თუ მოთამაშე მრავალ მოქმედებას ახორციელებს, ენერგია კიდევ უფრო სწრაფად მცირდება. მოთამაშეები ენერგიას ყოველდღე, ნაწილ-ნაწილ ავტომატურად იბრუნებენ (კაძები სტოპერებზე უდნავ უფრო სწრაფად). ძალიან მცირე ენერგიით მატჩში მონაწილეობა მოთამაშეს სიზუსტეს აკარგვინებს და მნიშვნელოვანი მალუსების მსხვერპლი ხდება (გადაღობვა სტოპერებისთვის, აცდენა კაძებისთვის).


ენერგიის დონეები
  • ენერგიული : ენერგია 75% და მეტი
  • დაღლილი : ენერგია 50%-სა 75%-ს შორის
  • დაქანცული : ენერგია 25%-სა 50%-ს შორის
  • არაქათგაცლილი : ენერგია 25% და ნაკლები
გასაუბრება

თითოეულ მენეჯერს შეუძლია, მწვრთნელის თანდასწრებით, ყოველდღიურად დაელაპარაკოს თავის მოთამაშეებს. ეს ფუნქცია განთავსებულია კლუბის კაბინეტის გრაფაში "ქმედება". მენეჯერი შერჩეულ მოთამაშეს საკუთარ აზრს უზიარებს და მის მოტივირებას ცდილობს.

ამისთვის, მან უნდა შეარჩიოს ხუთი შემოთავაზებული ფრაზიდან ერთ-ერთი. კაძს ან სტოპერს, რომელსაც მენეჯერი გაესაუბრება, შესაძლოა, განწყობა გაუუმჯობესდეს ან გაუუარესდეს, თუ შერჩეული ფრაზა არ ერგება მის ფსიქოპროფილს, ან თუ მწვრთნელი აღმოჩნდება არაეფქტური.

მოთამაშესთან გასაუბრების შემდეგ, მენეჯერმა შვიდი დღე უნდა მოიცადოს ამავე მოთამაშესთან ხელახლა გასაუბრებამდე. გასაუბრებებისას, მენეჯერის ზოგადი ქცევის მიხედვით ყალიბდება მართვის ესა თუ ის სტილი. მას "სტილი" ეწოდება და აღნიშნულია მენეჯერის ბარათზე.

ჩემპიონატი

ქილბაზა სპორტია, და როგორც ყველა სპორტი, იგიც მკაცრი წესებით ხელმძღვანელობს და ეყრდნობა რეგულარულ შეჯიბრებებს.

ქილბაზის ერთი სეზონი გრძელდება 11 კვირა.

ჩემპიონატი, პირამიდული სისტემით, იყოფა მრავალ დივიზიონად. ყველაზე მაღალი დივიზიონი არის პირველი დივიზიონი. იგი მოიცავს მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდს. დ2-ში 2 რვა გუნდიანი ჯგუფია, დ3-ში - 4, დ4-ში - 8, დ5-ში - 16, დ6-ში - 32 და ა.შ.

ჩემპიონატის სრული სეზონი ითვლის 14 მატჩს (7 გასვლითი და 7 შინ). შესაბამისად, ჯგუფის თითოეული გუნდი ერთმანეთს ორჯერ ხვდება: ერთხელ შინ და ერთხელაც სტუმრად.

მოგება გუნდს 3 ქულას მატებს, ფრე - 2-ს, ხოლო წაგება - 1-ს. მატჩის გამოტოვება გუნდს უქულოდ ტოვებს, მისი მოწინააღმდეგე კი, ავტომატური ანგარიშით 8-0, 3 ქულას იწერს. ორივე გუნდის მიერ მატჩის გამოტოვების შემთხვევაში არცერთი გუნდი არ იწერს ქულას.

ყურადღება: თამაშის გამოტოვება გავლენას ახდენს მენეჯერის რეპუტაციასა და მოთამაშეთა განწყობაზე.

სეზონის დასასრულს, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გუნდი გადადის ზედა დივიზიონში, ხოლო ბოლო 2 გუნდი ჩადის ქვედა დივიზიონში.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, სატურნირო ადგილების გადანაწილების პირველი კრიტერიუმია სხვაობა აღებულსა და გაშვებულ ბაზებს შორის. საუკეთესო სხვაობის მქონე გუნდი იკავებს საუკეთესო ადგილს ცხრილში. თუ ეს სხვაობაც თანაბარია, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია კლუბის რეპუტაცია.

დ1-ში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდი ცხადდება სეზონის ქილბაზის ჩემპიონად. ამ ტიტულს ყველა ნატრობს. იგი ყველაზე გამორჩეული ნიშანია, რითაც შეიძლება გუნდი სხვა გუნდებისგან განვასხვავოთ.

თასი

თასი პირდაპირი გამოვარდნის შეჯიბრია და მოიცავს 2048 გუნდს: პირველი 8 დივიზიონის ყველა გუნდი და დ9-დან წილისყრით შერჩეული 8 გუნდი.

თასის ყოველ ტურზე ტარდება საერთო წილისყრა. სტადიონიც წილისყრით ირჩევა. გამარჯვებულად ითვლება კლუბი, რომელიც ფინალს მოიგებს. თასი პრესტიჟული და სარფიანი შეჯიბრია, რომელსაც მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ადევნებს თვალს. შედარებით სუსტი გუნდები თავგამოდებით ცდილობენ სენსაციის შექმნას. თასზე, მასპინძელი გუნდი იღებს შემოსული თანხის 60%-ს, სტუმარი კი - 40%-ს.

თასის მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, გამარჯვებულად ცხადდება დაბალ დივიზიონში მყოფი კლუბი. თუ ორივე გუნდი ერთ დივიზიონს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია კლუბის რეპუტაცია. და მაინც, თუ ორივე კლუბი კლონებივით ჰგავს ერთმანეთს, მსაჯი იძულებულია, წილისყრით გამოავლინოს გამარჯვებული.

ეკონომიკა

ქილბაზის ეკონომიკა მატივია. ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით ქ დ გ-ს მიერ დადგენილი ვალიუტა არის ევროდოლარი: Ed. შეუძლებელია იმაზე მეტის დაბანდებბა, რაც კლუბის ხაზინაშია. სესხი არ არის დაშვებული.

თითოეული მენეჯერი, რომელიც გუნდს სათავეში უდგება, დივიზიონის განურჩევლად, ფლობს 400 000 Ed-ს საწყის ბიუჯეტს.

ქ დ გ ფლობს ქილბაზის მატჩების ტრანსლიაციის უფლებას და არის ამ სპორტის ერთადერთი აღმჭურვი. თუმცა შემოსული თანხის ნაწილს იგი, სეზონებს შორის, დახმარების სახით ურიცხავს იმედისმომცემ კლუბებს.

შემოსული თანხების დიდი ნაწილი მოდის სტადიონებზე. მართლაც, სტადიონს შეუძლია კლუბს ყოველ თამაშზე მოუტანოს 20 000 Ed-დან მრავალ მილიონამდე. ეს დამოკიდებულია სტადიონის დამტევობაზე და კლუბის სიძველე-რეპუტაცია-დივიზიონზე.

სტრატეგია

ქილბაზა არის თამაში, რომელიც ზოგადად, სტრატეგიას ემყარება. მართლაც, ამ თამაშში, საჭიროა მრავალი პარამეტრის მართვა და კლუბის ძირითადი ორიენტირების განსაზღვრა.

სტრატეგია ასევე მნიშვნელოვანია მატჩის ფურცლის შევსებისას. დიახ, საჭიროა სტოპერების ზუსტად განლაგება, როგორც მათ მახასიათებლებთან და იარაღებთან, ასევე მოწინააღმდეგის შესაძლო სტილთან შესაბამისობაში.

კაძებს შუძლიათ, მწვრთნელის მითითების შესაბამისად, თითოეულ ტაიმში აიღონ 1-დან 4-მდე ქულა. მატჩში მაქსიმუმის, 32 ქულის აღების მცდელობა არ არის ყოველთვის სახარბიელო, რადგან დიდია მოწინააღმდეგე სტოპერებისგან გადაღობვის რისკი. შესაბამისად, მატჩის ფურცლის შევსებისას, უნდა დაეყრდნოთ სტოპერების თამაშსაც. სხვანაირად, ხშირად მოგიწევთ სამკურნალო ცენტრისთვის მიმართვა.

მატჩები

ქილბაზის მატჩის მოედანი ბეისბოლისას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ბაზებსშორისი 6 მეტრიანი კულუარები გარშემორტყმულია 2 მეტრის სიმაღლის გისოსებით. ბაზები ერთმანეთისგან დაშორებულია 50 მეტრით. გასარბენი ბილიკი კაუჩუკისაა, რაც შოკის ამორტიზებას არ აკეთებს, მაგრამ მოთამაშეებს მყარ დასაყრდენს უქმნის. დღესდღეობით, ქილბაზის ყველაზე ტევად სტადიონებს შეუძლია 200 000 გულშემატკივრის მიღება.

მატჩის დაწყებამდე, საჭიროა მატჩის ფურცლის შევსება. ამისათვის, თქვენი გუნდიდან უნდა აარჩიოთ ის სტოპერები და კაძები, რომლებიც მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. შესაბამისად, უნდა მონიშნოთ 4 კაძი და ამდენივე სტოპერი. კაძები ბაზიდან ბაზამდე ირბენენ, სტოპერები კი ბაზებს დაიცავენ მოწინააღმდეგე კაძების შეჩერებით. მატჩის ფურცელი სწორად უნდა იყოს შევსებული, ცარიელი გრაფის გარეშე, და დადასტურებული მატჩამდე 30 წუთით ადრე (ბოლო ვადა!), რის შემდეგაც შეუძლებელია შემადგენლობისა და მითითებების შეცვლა. იარაღიანი სტოპერები, ფურცელზე მითითებამდე, იარაღებით უნდა აღჭურვოთ.

მატჩის ფურცლზე უნდა მიუთითოთ, თითოეულ ტაიმში რამდენი ბაზის აღებას შეეცდება თითოეული კაძი. თითოეულ კაძს შეუძლია ტაიმში 4 ბაზის აღება, მაგრამ წესები მათ ტაიმში 1 ბაზაზე მეტის გარბენას არ ავალდებულებს. ჯამში, თუ ყველა კაძმა ქულათა მაქსიმუმი აიღო, გუნდი 32 ქულას იწერს!

ყურადღება: შეუვსებელი მატჩის ფურცელი უდრის მატჩის გამოტოვებას.

თუ მენეჯერს მატჩის ფურცლის შევსება დაავიწყდა, ამას მისი ასისტენტები აკეთებენ. ისინი არჩევენ ოთხ ყველაზე სუსტ კაძს და უთითებენ ბაზების მინიმუმს. ეს მატჩის პრემიის მიღებისა და მინიმუმ ერთი ქულის დაწერის საშუალებას იძლევა, ნაცვლად მატჩის გამოტოვებისა და უქულოდ დარჩენისა. მენეჯერს უფლება აქვს, ნებაყოფლობით გამოტოვოს მატჩი, ფურცელზე შესაბამისი არჩევანის მონიშვნით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ეცემა მისი რეპუტაცია, უარესდება მოთამაშეების განწყობა და მატულობს გულშემატკივრების უკმაყოფილება.

ქულების აღება კაძების მოვალეობაა. მოწინააღმდეგე სტოპერები მათ ამაში ხელს უშლიან. მატჩის დასაწყისში, თითოეული გუნდის 4 სტოპერი პოზიციას იკავებს ბაზიდან 5 მეტრში. უიარაღო სტოპერები განლაგდებიან 1 და 4 ბაზებთან, ხოლო შეიარაღებულები - 2 (ბლაგვაიარაღიანი ) და 3 (ბასრიარაღიანი) ბაზებთან. მასპინძელი გუნდის პირველი კაძი იწყებს იმ დისტანციის გარბენას, რაც მას მატჩამდე მიეთითა. ეს შეიძლება იყოს ტაიმში ქულათა მაქსიმუმი (4, ანუ თითო ქულა თითო ბაზაზე), ისევე როგორც მინიმუმი 1 ქულა.

ქულების ასაღებად, კაძმა ყველა ის ბაზა უნდა გადალახოს, რაც მწვრთნელმა მიუთითა. შესაბამისად, თუ მან მითითებული 3 ბაზიდან მხოლოდ 2 აიღო, არცერთ ქულას არ იწერს.

აცდენა არის მახასიათებელი, რომელიც კაძებს სტოპერებისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ამ მახასიათებელს უპირისპირდება სტოპერების გადაღობვა. როცა კაძი გადაღობილია, იგი ჯერ კიდევ არ არის შეჩერებული (ზოგჯერ მხოლოდ ნაკაწრით გამოძვრება, ზოგჯერ კი...). შოკის მიუხედავად, მას კიდევ შეუძლია გარბენის გაგრძელება. თუმცა, თუ დაეცა, აღარ აქვს წამოდგომის უფლება. სტოპერებისგან მიყენებული დარტყმები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ კაძები მატჩს ვერ ამთავრებენ, სიცოცხლეს - კი.

მატჩის ბოლოს, თითოეული გუნდის კაძების მიერ აღებული ქულები წყვეტს მატჩის ბედს. ხდება ანგარიშის ჩათვლა და პრემიის ჩამორიცხვა. თითოეული მოთამაშის განწყობაზე მოქმედებს შედეგი. კაძები ჭრილობებს იშუშებენ...

ამონარიდი ქ დ გ-ს ოფიციალური წესდებიდან სტოპერ/კაძის კონფრონტაციის შესახებ:
  • - სტოპერს არ აქვს უფლება, იმოქმედოს 5 მეტრიან ხაზსა (სადაც ის დგას მოქმედების დაწყებისას) და დასაცავ ბაზას შორის.
  • - სტოპერს შეუძლია კაძზე შეტევა, როგორც კი ეს უკანასკნელი მის კულუარში შევა.
  • - სტოპერს ნებისმიერი დარტყმის უფლება აქვს, სასიკვდილოსიც კი, რათა მოწინააღმდეგე კაძს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალოს.
  • - ერთ სტოპერს მხოლოდ ერთხელ შეუძლია დარტყმა, იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგე კაძს პირისპირ ხვდება.
  • - როცა კაძი სტოპერს სცდება, ამ უკანასკნელს აღარ აქვს უფლება, მას გაედევნოს: სტოპერს შეუძლია კაძს დარტყმა მიაყენოს მხოლოდ იმ მომენტში, როცა ეს უკანასკნელი მას პირისპირ ხვდება.
  • - კაძს შეუძლია თავი დაიცვას გზის გაკვალვის მიზნით, მაგრამ არ აქვს სტოპერისთვის დარტყმის მიყენების უფლება: მხოლოდ მოხერხებულობით და სიმარდით უნდა შეძლოს მან წინსვლა.
  • - თუ კაძი მხრებით მიწას შეეხო, მას აღარ აქვს სირბილის გაგრძელების უფლება: იგი, ამ ხელზე, თამაშიდან გადის, ხოლო მისი გუნდი ქულის გარეშე რჩება.
ტრანსფერი

ტრანსფერების ბაზარი, რომელიც მუდმივად ღიაა, მოთამაშეების ყიდვა/გაყიდვის საშუალებას იძლევა. არსებობს ორი სხვადასხვა ბაზარი: სტოპერების და კაძების. მათი ფუნქციონირების სისტემები იდენტურია.

კაძებისა და სტოპერების გაყიდვაში გასაშვებად, საკმარისია მათი ბარათის გახსნა და დაწკაპება ღილაკზე 'გაყიდვა'. თანხის შეყვანისა და დადასტურების შემდეგ, მოთამაშე დარჩება ტრანსფერების ბაზარზე 48 საათის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე არ შეეძლება მატჩებში მონაწილეობის მიღება (შეუძლებელი იქნება მისი მონიშვნა მატჩის ფურცელზე). მოთამაშის გასაყიდად, თუ იგი ფორმაციული ცენტრიდან არ არის გამოსული, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს ჩატარებული სულ მცირე 1 მატჩი ამ გუნდის მაისურით.

მისათითებელი თანხის რაოდენობა თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ზღვრის შემდეგ, მოთამაშე დიდი ალბათობით არ გაიყიდება. შედეგად, ეს ცუდ გავლენას იქონიებს მის განწყობაზე. შესაბამისად, არ არის სასურველი მოთამაშეებზე ასტრონომიული ფასის დადება, მით უმეტეს, რომ აუქციონი ღიაა და ფასი შეიძლება თავისთავადაც მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აუქციონის ბოლო 2 წუთში გაკეთებული ყოველი შეთავაზება ავტომატურად 2 წუთით ახანგრძლივებს აუქციონის საბოლოო ვადას.

შეუძლებელია მოთამაშეების ყიდვა კრედიტით. შესაბამისად, თუ ანგარიშზე არ გაქვთ ყიდვისთვის საკმარისი თანხა, თქვენს გვერდზე იხსნება გამაფრთხილებელი მესიჯი. ხოლო, თუ ეს თანხა გაქვთ, აუქციონის დასრულებისთანავე, ნაყიდი მოთამაშეები თქვენს გუნდს ემატებიან, თანხა კი გამყიდველ კლუბს გადაერიცხება.

ტრანსფერების ბაზარზე მყოფ მოთამაშეს არ შეუძლია მატჩებში მონაწილეობა. ფრთხილად: მატჩის ფურცელი გაუქმდება, თუ გაყიდვაში გაუშვებთ მოთამაშეს, რომელიც მასზე ფიგურირებს.

მოთამაშე რომ იყიდოთ, ჯერ უნდა მოახდინოთ მისი სუპერვიზირება ტრანსფერების ბაზარზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ კლუბის "ტრანსფერების" სექციიდან მის გაყიდვაში გაშვებას.