2019 დეკემბერი 12 10:01
შესვლა | სერვერი: fr be ge
ადასტურებთ? კი არა

ქილბაზის სამყარო

მრავალი წლის განმავლობაში, ბეისბოლისა და თავისუფალი ორთაბრძოლის ეს ნარევი იატაკქვეშურად ვითარდებოდა მრავალ ქვეყანაში. რიოს ფაველებიდან, მედელინის საშიში უბნებისა და ჰარლემის ტროტუარების გავლით, იოჰანესბურგის გეტოებამდე, გაუთავებლად იდებოდა სანაძლეოები სისხლისმღვრელ მატჩებზე. კორუმპირებულ სპორტად მიჩნეული ფეხბურთით მოწყენილი პუბლიკა უფრო და უფრო ეტანებოდა ამ ახალ, დამაინტრიგებელ სპორტს და ივსებოდა ცარიელი მოედნები თუ მანქანის სადგომები. ამგვარად, ამ სპორტის მასშტაბებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ შეუძლებელი გახდა მთავრობისგან მისი იგნორირება.

სწორედ ამ დროს შეიქმნა ოფიციალურად ქ დ გ (ქილბაზის დამფუძნებელი გაერთიანება). იდეის ავტორები, როგორც ჩანს, შორსმჭვრეტელი ადამიანები იყვნენ.

ქ დ გ-მ მოქმედება თამაშის საყოველთაო წესების დადგენით დაიწყო. შემდეგ გამოუშვა მსაჯები, რომლებიც დღეს, მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ მატჩებს. ქ დ გ-ს შექმნამდე, არსებობდა ქილბაზის მრავალი ვერსია. ამიერიდან, მხოლოდ ქ დ გ-ს აქვს წესების შეცვლის უფლება მთელი პლანეტის მასშტაბით. ქ დ გ-მ ასევე დაისაკუთრა აღჭურვის უნივერსალური უფლება, და ბოლოს, შექმნა საკუთარი მონეტა – Ed (ევროდოლარი), ფინანსური მარცხის თავიდან აცილების მიზნით, რაც არაერთმა კეთილშობილმა სპორტმა იწვნია.

დღეისთვის, მსოფლიო ქილბაზის ასეულობით კლუბს ითვლის.