2019 აპრილი 26 15:47
შესვლა | სერვერი: fr be ge
ადასტურებთ? კი არა

გამოყენების ზოგადი წესები

აქ წარმოდგენილი 'ზოგადი წესების' მიზანია იმ პირობების განსაზღვრა, რომლებშიც მოთამაშე მოიხმარს ვებ-საიტს killbase.net და სარგებლობს მართვის ტიპის ამ თამაშის მიერ შემოთავაზებული ფუნქციებით. ამ თამაშზე ნებისმიერი რეგისტრაცია, ისევე როგორც მისი მოხმარება, ექვემდებარება 'ზოგადი წესების' დაცვას. მოთამაშე ადასტურებს, რომ იგი გაეცნო ამ წესებს და აცხადებს, რომ მათ მთლიანად ეთანხმება. ყოველ შემოსვლაზე, მოთამაშე თავისთავად იზიარებს ამ წესებს, მაშინაც კი, როცა ეს წესები იცვლება. 'ზოგადი წესები' ძალაში შედის მოთამაშის მიერ რეგისტრაციის ფორმის დადასტურებისთანავე.

მართვის ეს თამაში უფასოა. თამაშზე შემოსასვლელად საჭირო ინტერნეტისა და კომუნიკაციის ყველა ხარჯი მოთამაშის მოსაგვარებელი რჩება.

თამაში შეიცავს ძალადობრივი ხასიათის ტექსტებს. ამიტომ აუცილებელია, მცირეწლოვნები დარეგისტრირდნენ მშობლების, მეთვალყურეების თუ მშობლის სტატუსის მქონე სხვა სრულწლოვანთა პასუხისმგებლობისა და ნებართვის ქვეშ.

მოთამაშეების სახელები და პორტრეტები მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვითია. მათი ყოველი შესაძლო მსგავსება რეალური პიროვნებების სახელბსა თუ სიტუაციასთან იქნება შემთხვევითი.

თითოეულ მოთამაშეს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიხურება მისი ყველა ანგარიში.

რეგისტრაციისას, მოთამაშე იღებს გარკვეული რაოდენობის Ed-ს, რომლებიც მხოლოდ თამაშის ფარგლებში გამოიყენება.

აკრძალულია საკუთარი ანგარიშის სხვისთვის გადაბარება ან სხვისი ანგარიშის მართვა. გუნდის მმართველი პირი არის ის, ვინც რეგისტრირდება ამ გუნდის ანგარიშზე.

მოთამაშემ უნდა შეიყვანოს ნამდვილი ელფოსტა. იგი ვალდებულია, არ ავნოს სხვა მოთამაშეებსა და თავად თამაშს არანაირი ფორმითა თუ ხერხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თამაშს გამოეთიშება.

მოთამაშის კომპიუტერმა უნდა დაუშვას ქუქიები და Javascript ტექნოლოგია.

თამაშის ვირტუალური ვალუტით შესაძლებელია პაკეტ ფანატის შეძენა, რომელიც განსაკუთრებულ ფუნქციებს ხდის ხელმისაწვდომს.

არასრულწლოვანთა მიერ პაკეტ ფანატის შეძენა აუცილებლად უნდა განხორციელდეს მშობლების, მეთვალყურეებისა თუ სხვა პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით და ნებართვით.

მცირეწლოვანი მოთამაშეების მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები პასუხისმგებლობას აკისრებს მათ მშობლებს, რამდენადაც თამაშში მონაწილეობა იგივე სტატუსის ქმედებაა, როგორც ცხოვრებაში, ჩვეულებრივი პროდუქტების ყიდვა.

არ მიიღება პაკეტ ფანატის შესაძენად დახარჯული თანხის არანაირი ანაზღაურება, საბანკო ბარათით იქნება იგი გადახდილი თუ Paypal ანგარიშით. ეს ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მშობლებისა თუ სხვა პასუხისმგებელი პირის საბანკო ბარათი მცირეწლოვნის მიერ გამოყენებულ იქნება თაღლითურად და ნებართვის გარეშე.

შესაბამისად, მოთამაშეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ნაყიდი და მოუხმარებელი პაკეტების ხარჯების ანაზღაურება. ეს ვრცელდება როგორც ნებაყოფლობით, ასევე შეცდომით შეძენილ პაკეტებზე, გაუქმებულ ანგარიშებსა თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაზე.

ქილბაზის გუნდი პასუხისმგებლობას არ იღებს თამაშის ფუნქციონირებაზე.